26 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით, Georgian Airways-ი ბოლო რეისს რამდენიმე წუთში შეასრულებს

თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით, Georgian Airways-ი, ბოლო რეისს რამდენიმე წუთში შეასრულებს. ისრაელში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 132 მგზავრი გაფრინდება. ისრაელის მოქალაქეები "კურიერთან" აცხადებენ, რომ ისრაელში მიმდინარე მოვლენების არ ეშიანიათ.

"ჩვენი სახლი და ყველაფერი ისრაელია ჩვენთვის. ბევრი გამოვიარეთ და ამასაც გავივლით,"- აცხადებს ისრაელის მოქალაქე. 

ფრენა 18:40 საათზეა დაგეგმილი.

ისრაელში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ Georgian Airways-ი ხვალიდან თელავივის მიმართულებით ფრენებს დროებით წყვეტს, მაგრამ ამატებს დამატებით რეისებს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით.

შესაბამისად, ვისაც ისრაელიდან თბილისის მიმართულებით უნდა წასვლა, და ვერ ახერხებს პირდაპირ რეისზე ბილეთის შეძენას, შეუძლია, ლარნაკაში გადაჯდომის სერვისით ისარგებლოს.

 

დღის ამბები