26 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
მიუხედავად ურთულესი სიტუაციისა, ისრაელელ ჯარისკაცებს დისციპლინისა და პროფესიონალიზმისკენ მოვუწოდებ, ეს ჩემს პროფესიაში ყველაზე რთული კონფლიქტია - ჯეიმს კლევერლი

დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა მინისტრი ისრაელელ ჯარისკაცებს დისციპლინისა და პროფესიონალიზმისკენ მოუწოდებს. 

როგორც ჯეიმს კლევერლი აცხადებს, ეს მის პროფესიაში ყველაზე რთული კონფლიქტია.

“ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ერთად ვიმუშაოთ სიცოცხლის გადასარჩენად, რათა ეს ტრაგიკული სიტუაცია ღაზაში რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს, რადგან "ჰამასს" სწორედ ეს სურს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ "ჰამასი" ამ ომში ვერ გაიმარჯვებს და რომ მშვიდობიანი გადაწყვეტა შესაძლებელია.

დიდი ბრიტანეთისთვის მკაფიოა, რომ ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას და უზრუნველყოს ტყვეების გათავისუფლება, თუმცა იმაშიც მკაფიოები ვართ, რომ მათ უნდა იმუშაონ პალესტინელი ხალხის ტკივილის შემსუბუქებაზე, რომ მათი ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმებს შეესაბამებოდეს. მე ამაზე ისრაელის წარმომადგენლებს ვიზიტის დროსაც ვესაუბრე. მიუხედავად ურთულესი სიტუაციისა, ისრაელელ ჯარისკაცებს დისციპლინისა და პროფესიონალიზმისკენ მოვუწოდებ. ეს ჩემს პროფესიაში ყველაზე რთული კონფლიქტია და ზუსტად ვიცი, მარტო არ ვარ, მაგრამ მჯერა დიპლომატიის ძალის და იმის, რომ ერთად შეგვეძლება ვიმუშაოთ იმ მშვიდობიან მომავალზე, რომელშიც ისრაელი და პალესტინა ერთად ცხოვრობენ და ერთად მუშაობენ მშვიდობიან მომავალზე," - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი.

დღის ამბები