იორდანიის მეფე აბდულა აცხადებს, რომ ღაზაში უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი ყველა გაგებით ბოროტი და გაუმართლებელი ნაბიჯია.
მისივე თქმით, ნებისმიერ სხვა ადგილას, მოქალაქეებზე ასეთი თავდასხმა, მათი შიმშილობა და ბლოკადა დაიგმობოდა:
"ყველა ადამიანის სიცოცხლეს აქვს ფასი. დამწუხრებული ვარ ამ ძალადობითა და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილით ღაზაში, დასავლეთ სანაპიროსა თუ ისრაელში. ამასთან, ღაზის უმოწყალო დაბომბვა გრძელდება. ეს, ყველა გაგებით, ბოროტი და გაუმართლებელი ნაბიჯია. ეს ალყაში მყოფი უსუსური ადამიანების კოლექტიური დასჯაა. ეს საზარელი ძალადობაა თავად საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებზე. ეს ომის დანაშაულია. ნებისმიერ სხვა ადგილას, მოქალაქეებზე ასეთი თავდასხმა, მათი შიმშილობა და ბლოკადა დაიგმობოდა, დამნაშავეები კი პასუხისგებაში მომენტალურად მიეცემოდნენ - მაგრამ ღაზაში არა. ჩანს, რომ ისრაელელების სიცოცხლე ზოგიერთისთვის იმაზე ფასეულია, ვიდრე პალესტინელების - რაც წარმოუდგენელია. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის წესები შერჩევითი ხასიათისაა. ეს კი, ჩემო მეგობრებო, საშიში მესიჯია, რაც თითოეულ ჩვენგანს გვაყენებს საფრთხის ქვეშ. ემოციებს ვერ მივცემთ უფლებას მართოს პროცესი, ეს კონფლიქტი 2 კვირის წინ არ დაწყებულა და არც დამთავრდება, ხვალ იმავეს მივიღებთ - ამიტომ მოქმედების დროა," - აცხადებს იორდანიის მეფე აბდულა.