ისრაელისა და "ჰამასის“ შეიარაღებული დაპირისპირების მე-15 დღეს, ეგვიპტეში სამიტი მიმდინარეობს. სამშვიდობო სამიტს, მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ესწრება. მათ შორის - საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპიდან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც.
მთავარი თემა ღაზაში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული კონფლიქტი იქნება. კაიროს სამშვიდობო სამიტის მიზანს ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს.
"როიტერის" ინფორმაციით, სამიტს ეგვიპტის პრეზიდენტი, პალესტინის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს გენერალური მდივანი და არაბული სახელმწიფოს რამდენიმე ლიდერი დაესწრება. დამსწრეთა სიაში არ არიან ისრაელის, „ჰამასის“, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლები.
ეგვიპტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ეს კონფლიქტს ორმა სახელმწიფომ გადაჭრას:
"მსურს, მსოფლიო დავარწმუნო ეგვიპტელი ხალხის გულწრფელ სურვილში, პალესტინის საკითხი გადაჭრას და ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ეგვიპტის ხარჯზე. მე ყველა დაგპატიჟეთ აქ იმისთვის, რომ შევძლოთ, ერთად შევთანხმდეთ იმ საგზაო რუკაზე, რომელიც მიმდინარე ჰუმანიტარულ კატასტროფას დაასრულებს ღაზაში. ასევე იმისთვის, რომ მოვამზადოთ გზა მშვიდობისკენ - მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების, ჰუმანიტარული დახმარების სწრაფი მიღებისა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ეს კონფლიქტს ორმა სახელმწიფომ გადაჭრას, ეს კი პალესტინის სახელმწიფოს დაფუძნების ჭრილში უნდა იქნას განხილული,"- აცხადებს ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ სისი.