იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახლადრეაბილიტირებული სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა გახსნა და პედაგოგებსა და მოსწავლეებს თანამედროვე სივრცეში სწავლის გაგრძელება მიულოცა.
მინისტრმა მათ ის პროექტები გააცნო, რომლებიც, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.