26 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
"ჰამასის "ტელეგრამ არხის" ცნობით, ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლეს - ფაქტი ისრაელის მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია

"ჰამასის" განცხადებით, აშშ-ის ორი მოქალაქე – დედა და მისი ქალიშვილი გაათავისუფლეს. როგორც "ჰამასის" განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკელი მძევლები "ჰუმანიტარული მიზეზების გამო" გაათავისუფლეს.

"ეს ნაბიჯი მოჰყვა კატარის მცდელობებს, რათა დაუმტკიცოს ამერიკელ ხალხსა და მსოფლიოს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები მცდარი და უსაფუძვლოა“, – განაცხადა "ჰამასის" სპიკერმა.

ამასთან, "ჰამასი" არ აკონკრეტებს გათავისუფლებული მძევლების ვინაობას.

როგორც ისრაელის მედია წერს, მძევლების გათავისუფლება ისრაელის მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია. 

დღის ამბები