26 ნოემბერი 2024,   01:21
ვრცლად
ისრაელი ომის მესამე ფაზაში გადასასვლელად ემზადება - ვითარება ომის მეთოთხმეტე დღეს

ჯო ბაიდენმა კონგრესისაგან უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარი მოითხოვა. პაკეტში ასევე არის 10 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის და 9 მილიარდი ღაზის ჰუმანიტარული დახმარებისთვის, თუმცა ჰუმანიტარული ტვირთი მთელი მსოფლიოს აქტიურობის მიუხედავად, ანკლავში ჯერჯერობით ისევ ვერ შედის.

გუშინ ითქვა, რომ საზღვარი ეგვიპტიდან დღეს გაიხსნებოდა. ამბობენ , რომ რაფახის გამშვები პუნქტი, ჰუმანიტარულ ტვირთს მალე გაატარებს. ეგვიპტეში ჩასული რიში სუნაკი საუბრობს უახლოეს რამდენიმე საათზე, თუმცა ისრაელი აზუსტებს, რომ საზღვარი უფრო ხვალ გაიხსნება, ვიდრე დღეს.

ისრაელში ომის მეთოთხმეტე დღე, წინა დღეებთან შედარებით მშვიდი იყო.

ცახალის ბოლო ინფორმაციით, სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლირებდია, თუმცა ორივე მხრიდან ისმის სარაკეტო თავდასხმებს ხმა. 

ისრაელში ბოლო რამდენიმე დღეა სიტუაცია დაძაბულია ქვეყნის ჩრდილოეთში, ლიბანის საზღვართან. 

თავდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ისრაელი ახლა ომის მესამე ფაზაში გადასასვლელად ემზადება და უახლოესი დღეების საომარი გეგმები განმარტა. 

 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე. 

დღის ამბები