26 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
დაგვიანებული ხელმოწერა - "ქართული ოცნების" წევრები ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტი 2 კვირის წინ გადაგზავნილ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, ხელს პრინციპულად არ აწერდა

2-კვირიანი დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ზურაბიშვილმა კანონმდებლების მხრიდან 6 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება ურეაქციოდ დატოვა, სოციალური პროექტები ორი კვირით გაყინა და ბიუჯეტს ხელი მმართველი გუნდის მწვავე განცხადებების შემდეგ მოაწერა.

ის, რომ პრეზიდენტმა ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე ხელმოწერა დააგვიანა, პრობლემას არ წარმოადგენს ოპოზიციის ნაწილისთვის. მმართველი გუნდის ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება, იმპიჩმენტის პროცედურის გამოც გააჭიანურა. 

პრეზიდენტის შეცდომებსა და არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯებზე საუბრობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე . "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე წლის ფინანსური დოკუმენტის კორექტირების მიზნობრიობაზეც საუბრობენ. უმრავლესობის დეპუტატების განმარტებით, თითქმის 22 მილიარდიანი ბიუჯეტის 500 მილიონით გაზრდა, სტიქიით დაზარალებული ოჯახების ინტერესებსა და სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას ემსახურება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის წლის ბიუჯეტში, დამატებით მობილიზებული 500 მილიონი ლარი - სტიქიით დაზარალებულებს, ხელფასების ზრდას, ახალი პროექტების დაფინანსებას, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებებს მოხმარდება.

 

 

 

დღის ამბები