26 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
სად და როგორ ხდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაცია და რამდენ აფთიაქს გაუუქმდა ნებართვა

რეიდი აფთიაქებში, სადაც ამოღებულია 100 000-მდე ფსიქოტროპული მედიკამენტი და გამოვლენილია უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ, ქვეყნის მასშტაბით 62 აფთიაქი შეამოწმა, შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას, სპეციალური ნებართვის გარეშე ახდენდნენ.

14 ავტორიზებული აფთიაქიდან, ჯანდაცვის სამინისტრომ 8-ს ნებართვა გაუუქმა, 12 ფარმაცევტს კი საქმიანობის უფლება 3 წლით შეუჩერა.

უწყების ინფორმაციით, უკანონო ვაჭრობის შედეგად, აფთიაქებმა 11 მილიონზე მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტი დანიშნულების გარეშე გაყიდეს. გავრცელდა უკანონო საქმიანობის ამსახველი ვიდეომასალაც, სადაც ჩანს რომ ფარმაცევტები აკრძალულ საშუალებებს ფეხსაცმელებსა და საკვებში მალავდნენ.

დღის ამბები