26 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
რა თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა შესაძლო დესტაბილიზაციის საქმეზე და როგორი იყო გამოკითხვისას "კანვასის" წარმომადგენლების პასუხები

”კანვა საქართველოს” დირექტორი, პროკურატურას მისი გამოკითხვის ოქმის გასაჯაროების მოთხოვნით მიმართავს. გიორგი მელაძე დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო საქმის გარშემო არსებულ ყველა კითხვას, პასუხი სწორედ ოქმის გამოქვეყნების შემდეგ გაეცემა. მანამდე "კანვა საქართველოს" დირექტორი გამოკითხვის დეტალებზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ სემინარების შინაარსი არაძალადობრივი იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ამ საქმის გამოძიებაზე ღიად პირველად საუბრობს. ამბობს, რომ სემინარში მონაწილე თითქმის ყველა პირმა მაგისტრ მოსამართლესთან და შემდეგ საჯაროდ, განსხვავებულად ისაუბრა. გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, არც ერთ მათგანს გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აუდიო და ვიდეო ჩანაწერის გავრცელებული მონაკვეთების გარდა, უწყებას 9 საათის მოცულობის მასალა აქვს.

ეს ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა საკანონმდებლო ორგანოში, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას დეპუტატებსაც მიაწოდა, თუმცა, ნაწილისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ უწყებას სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ჩანაწერის სრულად გასაჯაროების გარეშეც, აშკარაა ის რისკები, რის წინაშეც ქვეყანა იდგა. გავრცელებული 8 წუთიანი მასალით კი, მათი თქმით, ოპოზიციის გეგმები გამოააშკარავდა.

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოკითხვაზე, მისი თქმით, დაბარებულები არიან ტრენინგის მონაწილე ან შემხებლობაში მყოფი პირები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობას გეგმავდა, რომლის მიზანს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა წარმოადგენდა. უწყების განმარტებითვე, პროცესში განსაკუთრებული როლი ”კანვა საქართველოს” უნდა შეესრულებინა, რომელმაც ახალგაზრდები სერბ ტრენერების საშუალებით გადაამზადა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი, საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვა საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

 

დღის ამბები