ფესტივალი "საჩუქარი" 26 -ე სეზონს განახლებული პროგრამით უბრუნდება. ფესტივალი ბერძენი რეჟისორის თეოდოროს ტერზო-პულოსის სპექტაკლით გაიხსნება.
ხელოვნების საერთაშორისო ფორუმს სტუმრის სტატუსით ვენეციის ბიენალეს სამხატვრო ხელმძღვანელი ჯანი ფორტეც ეწვევა. ფესტივალი ხვალ გაიხსნება და შვიდი ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.