26 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
ლევან იოსელიანმა დეპუტატებს 2022 წლის ანგარიში წარუდგინა

როგორია ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში - ლევან იოსელიანმა დეპუტატებს 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. სახალხო დამცველმა ისაუბრა იმაზე, თუ რა გამოწვევებია სასამართლო სისტემაში, ასევე რა პრობლემებს ქმნის უკანონო ბორდერიზაცია.

ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, ისაუბრა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არსებულ დარღვევებზეც, ასევე ფაქტზე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლა ომბუდსმენის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა.

ომბუდსმენის თქმით, გამოწვევები რჩება პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე ფარული მიყურადების კუთხით. ლევან იოსელიანმა აქვე აღნიშნა, რომ პარლამენტში წარადგენს წინა სახალხო დამცველის ანგარიშს და ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებულ დოკუმენტში არაფერი შეუცვლია. თქვა ისიც, რომ უხერხულია ისაუბროს იმაზე, თუ რას იზიარებს და რას არა, ყოფილი სახალხო დამცველის ამ ანგარიშიდან.

დღის ამბები