26 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
როდესაც პრეზიდენტი ორი კვირის მანძილზე არ აწერს ხელს ცვლილებებს ბიუჯეტში, რომლის სიკეთე უნდა იგრძნონ ადამიანებმა, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საბოტაჟი - რატი იონათამიშვილი

სალომე ზურაბიშვილის მიერ კორექტირებულ ბიუჯეტზე დაგვიანებულ ხელმოწერას, შეფასებები მოჰყვა უმრავლესობაში.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პროცესები გააჭიანურა. 

"გაჭიმა პროცესი, მათ შორის ამ ბიუჯეტის ცვლილების ხელმოწერასთან დაკავშირებით. არის კონკრეტული სოციალური პროექტები, რომელიც ელოდება სწორედ ამ ცვლილებას და ამაზე ხელმოწერის თავშეკავება ნიშნავს იმას, რომ ყოველი დღე უგვიანდება იმ ხალხს, ვინც ბენეფიციარები არიან," - ამბობს დავით სარჯველაძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის მხრიდან ხელმოწერის გაჭიანურებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საბოტაჟს უწოდებს. 

"როდესაც პრეზიდენტი ორი კვირის მანძილზე არ აწერს ხელს ცვლილებებს ბიუჯეტში, რომლის სიკეთე უნდა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა პროფესიის, სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანებმა, ეს არის პირდაპირ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მისი მხრიდან გამოხატული პირად ამბიციებზე დაფუძნებული მიდგომებისა, რაც ყველაზე ამორალურია პრეზიდენტის მხრიდან. მან ხელი მოაწერა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში, როგორ უპასუხისმგებლოდ უდგებოდა სალომე ზურაბიშვილი ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.  

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა.

"მან, ისევე როგორც ყველამ, უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის პრეზიდენტის საფულე. დანაშაულებრივ გულმავიწყობასთან გვაქვს შეხება ან უბრალოდ წყენა გამოყვა დარბაზიდან,“ - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.

 

დღის ამბები