26 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
"ცვლილებები ბიუჯეტში ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას, ვერ აგვარებს ჩვენი ქვეყნის ვერცერთი მოქალაქის პრობლემას" - დავით კირკიტაძე

სალომე ზურაბიშვილის მიერ კორექტირებულ ბიუჯეტზე ხელმოწერას შეფასებები მოყვა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. მართველი გუნდის ოპონენტები თვლიან, რომ ეს საკითხი ხელოვნურად არის წინ წამოწეული და პრობლემების გადაფარვას ემსახურება.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ ბიუჯეტის ვერ აგვარებს ქვეყნის ვერცერთი მოქალაქის პრობლემას.

"აჭიანურებდა იმიტომ, რომ ხელოვნურად შემოაქვს ეს თემები "ქართულ ოცნებას" და პრეზიდენტს. არავითარი დაპირისპირება მათ შორის არ არის და უნდათ გადაფარონ ის პრობლემები, რაც ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ. აღნიშნული ბიუჯეტის ცვლილებები ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას, ვერ აგვარებს ჩვენი ქვეყნის ვერც ერთი მოქალაქის პრობლემებს," - აცხადებს დავით კირკიტაძე.

 

დღის ამბები