26 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
იცოდნენ თუ არა მშობლებმა, რომ 14 წლის აითაჯ შახმაროვა მათ შვილთან იძულებით ქორწინებაში იმყოფებოდა - ადვოკატი ასლანოვის დედ-მამის დაკავებას არ გამორიცხავს

საგარეჯოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე, შესაძლოა გაფართოვდეს. რუსთავის სასამართლოში მკვლელობისთვის დაკავებული ასიმ ასლანოვის მშობლები უნდა გამოეკითხათ, თუმცა პროცესი გადაიდო.

გამოძიებას აინტერესებს - იცოდნენ თუ არა, რომ 14 წლის გოგონა მათ შვილთან იძულებით ქორწინებაში იმყოფებოდა. ბრალდებულის მშობლებმა ჟურნალისტებთან კონტაქტი დღეს არ ისურვეს.

"კურიერი" დღეს ასევე ესაუბრა ბრალდებულების ადვოკატს, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულის მშობლების დაკავებასაც არ გამორიცხავს.

"სხდომა არ ჩატარდა, რადგან წარდგენილმა ორივე მოწმემ ითხოვა ადვოკატის დასწრება და დახმარება, რათა მათი ჩვენების მიცემის დროს მან სამართლებრივი დახმარება გაუწიოს. იურიდიულად, დასაშვებია თუნდაც დაკითხვის შემდეგაც კი, მოხდეს მათი დაკავება, თუ, რა თქმა უნდა, გამოიკვეთა სისხლისსამართლებრივი ნიშნები.

თუ მტკიცებულებები პროკურატურას არ აქვს, პრინციპში შეუძლია მტკიცებულებები ის გარეშეც, რადგან დიდად მტკიცებულებები არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არ აქვთ. რომ მოისურვოს პროკურატურამ, რადგან ბიჭის მშობლები არიან თავისუფლად [დაკავება] შეუძლია პროკურატურად," - ამბობს ადვოკატი, ალი ბადისოვი.


14 წლის მოზარდი სოფელ ლამბალოში 10 ოქტომბერს მოკლა მამაკაცმა, რომელმაც ის იქამდე იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. სამდღიანი ძებნის შედეგ 27 წლის მამაკაცი დააკავეს. საქმის ფარგლებში ახლა სულ ხუთი პირია დაკავებული.

 

 

 

 

დღის ამბები