ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ტაქსის ოფიციალური გადაყვანის სერვისი დაემატა. მგზავრებს ახალი სერვისი დღეიდან დახვდებათ. ელექტრონულ აუქციონში კომპანია "Bene Exclusive • ბენე ექსკლუზივ-მა" გაიმარჯვა.
კომპანია აეროპორტის მგზავრებს Kia-ს და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, ჰიბრიდული ავტომობილებით და ფიქსირებული ტარიფებით მოემსახურება.
შესაძლებელია ავტომობილების ელექტრონულად დაჯავშნაც.