26 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
კანადამ ინდოეთიდან 40-ზე მეტი დიპლომატი გაიწვია

41-მა კანადელმა დიპლომატმა ცოტა ხნის წინ ინდოეთი დატოვა. როგორც BBC წერს, დიპლომატების გაწვევა კანადელი სიქჰების ცნობილი ლიდერის, ჰარდიპ სინგ ნიჯარის მკვლელობის საქმეს უკავშირდება.

ინდოეთმა ორი კვირის წინ სთხოვა კანადას ათობით დიპლომატის გაყვანა და, დარჩენის შემთხვევაში, მათ იმუნიტეტის მოხსნით დაემუქრა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც კანადამ ინდოეთი, ჰარდიპ სინგ ნიჯარის მკვლელობაში დაადანაშაულა. ინდოეთი ბრალდებებს უარყოფს და მათ "აბსურდს" უწოდებს.

19 სექტემბერს, ქვეყნებმა ერთმანეთის ელჩები გააძევეს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ კანადელი სიქჰების ცნობილი ლიდერის, ჰარდიპ სინგ ნიჯარის მკვლელობის უკან შესაძლოა, ინდოელი თანამდებობის პირები იდგნენ.

დღის ამბები