26 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
მსოფლიო "კარგავს ადამიანობას" - გაერო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე

მსოფლიო "კარგავს ადამიანობას" - ამ სიტყვებით აფასებს განვითარებულ მოვლენებს გაერო. ომის მე-14 დღეს-ღაზას სექტორის მიმართულებით ისრაელი ინტენსიურად ახორციელებს იერიშებს. მსხვერპლი მოჰყვა ღაზაში ბერძნული მართლმადიდებლური ტაძრის დაბომბვას, სადაც თავს ადგილობრივები აფარებდნენ. დაიღუპა 8 ადამიანი.

ჰუმანიტარული კრიზისი სექტორში ჯერ კიდევ მოუგვარებელია, ღაზის მოსახლეობა დახმარებას ელოდება. ეგვიპტე-ღაზის "რაფაჰის" გადასასვლელს, სავარაუდოდ, ჰუმანიტარული დახმარების პირველი კოლონა შაბათ-კვირას გადაკვეთს.

პარალელურად, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე სახმელეთო შეტევა "მალე" დაიწყება. ისრაელმა ლიბანის საზღვართან მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციაა დაიწყო.

ბოლო ინფორმაციით, ომის დაწყებიდან, ღაზაში 3800-მდე ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა - ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები. სავარაუდოა, რომ 1300 ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებშია ჩარჩენილი. 1400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ისრაელის მხარეს, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები. 203 ადამიანი გატაცებულად, ხოლო 200-ამდე დაკარგულად მიიჩნევა.

დღის ამბები