26 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და, ამ კონტექსტში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწეულ შედეგებზე. ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა რუმინეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

დღის ამბები