შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, არ აპირებს, „ჰამასსა“ და ვლადიმერ პუტინს გამარჯვების საშუალება მისცეს.
„ჰამასი“ და პუტინი განსხვავებულ საფრთხეებს ქმნიან, თუმცა საერთოც აქვთ: ორივეს უნდა, მეზობელ ქვეყნებში, დემოკრატია სრულად გაანადგუროს. ჩვენ არ შეგვიძლია და არც დავუშვებთ, რომ ჰამასისნაირმა ტერორისტებმა და პუტინისნაირმა ტირანებმა გაიმარჯვონ. მე უარს ვამბობ ამის გაკეთებაზე", - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, დაამტკიცოს მილიარდობით დოლარის მოცულობის დაფინანსება ისრაელისთვის და უკრაინისთვის. მედიის ინფორმაციით, საუბარია, დაახლოებით, 100 მილიარდ დოლარზე.