26 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა - სუს-ის ხელმძღვანელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, საქართველო დატოვა.

"ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო, გამოკითხვიდან მეორე დღეს," - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში და ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე.

დღის ამბები