ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საუდის არაბეთს ეწვია, - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, არ უნდა დავუშვათ, რომ ჰამასის ტერორისტული თავდასხმა ღაზაში საზარელი ჰუმანიტარული კრიზისის მასტიმულირებელი გახდეს. ერთად ვიმუშავებთ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და სახიფათო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, - წერს სუნაკი.
დღესვე, სუნაკი ისრაელს სტუმრობდა.