26 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
თბილისში, ისრაელის დროშის შებღალვის ფაქტზე, შსს-მ წარმოება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, სადაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შენობის ღობეზე აღმართული ისრაელის დროშის ჩამოხსნა და შებღალვაა ასახული, შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის წარმოება დაიწყო. როგორც "რუსთავი2"-ს შსს-ში განუცხადეს, საქმის წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართლდაღვევათა კოდექსის (მუხლი 174​ (18) შესაბამისად, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია ოთხი პირი. ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

დღის ამბები