26 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
პარლამენტმა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები 81 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები 81 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო. 

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა სამართლებრივი სტატუსის და სოციალური დაცვის საკითხების გაუმჯობესების მიზნით, მთავრობის ინიციატივით, "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტი მომზადდა. 

კანონპროექტი, პირველი მოსმენით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა. 

მომხსენებლის განცხადებით, დღეისთვის, გარკვეული უთანასწორო მდგომარეობაა, რადგან იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები სოციალური და სამართლებრივი დაცვის ღონისძიებების იმ პაკეტით ვერ სარგებლობენ, რაც სისხლის სამართლის საგამოძიებო კომპეტენციის ორგანოების სხვა თანამშრომლებს გააჩნიათ. 

წარმოდგენილი ინიციატივის მიღების შემთხვევაში კი, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები მიიღებენ როგორც წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაც მიეცემათ.

დღის ამბები