26 ნოემბერი 2024,   04:59
ვრცლად
სოლიდარულები ვიდგებით თქვენი ხალხის გვერდით, ჩვენ გვსურს, რომ გაიმარჯვოთ - რიში სუნაკი ისრაელშია

ამერიკის პრეზიდენტის შემდეგ, ისრაელში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. მისი თვითმფრინავი თელ-ავივში ჯო ბაიდენის თვითმფრინავის აფრენიდან რამდენიმე წუთში დაეშვა. რიში სუნაკი უკვე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ასევე ტერორისტული თავდასხმისას გატაცებული ტყვეების ოჯახებს.

რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება მნიშვნელოვანია.

"პალესტინელები "ჰამასის" ნამოქმედარის მსხვერპლი არიან. მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა", - აღნიშნა პრემიერმა.

"თქვენ განიცადეთ ენით აუწერელი, საშინელი ტერორისტული აქტი და მინდა იცოდეთ, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს გიჭერთ“-ასეთია ლონდონის გზავნილი ისრაელს. სუნაკის 2 დღიანი ვიზიტის პარალელურად, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში,ყატარსა და ეგვიპტეში აგრძელებს ტურს - მიზანი კონფლიქტის გავრცელების პრევენციაა.

თქვენ დაასათაურეთ მომხდარი "უბნელეს საათებად ისრაელისთვის", მე კი გეტყვით, რომ ამაყი ვარ ამ "უბნელეს საათებში" ისრაელის გვერდში დგომით. როგორც თქვენი მეგობარი, თქვენს გვერდით ვიქნებით , სოლიდარულები ვიდგებით თქვენი ხალხის გვერდით. ჩვენ გვსურს, რომ გაიმარჯვოთ. ჩვენ ასევე ვაღიარებთ იმასაც, რომ პალესტინელი ხალხიც “ჰამასის” მსხვერპლია, ამიტომაც მივესალმები იმ გადაწყვეტილებას, რაც ჰუმანიტარული დერეფნის ირგვლივ იქნა მიღებული.

მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამ სასტიკი თავდასხმის დროს აქ მცხოვრები ბრიტანელების მიმართ გამოიჩინეთ,მათ შორის იმის გამოც, რასაც ჩვენი ტყვეების გათავისუფლებისთვის აკეთებთ," - განაცხადა რიში სუნაკმა.

დღის ამბები