26 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
"ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასის წინააღმდეგ მოქმედებს და არა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ" - ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაური

ომის მეცამეტე დღე ახლო აღმოსავლეთში. მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიური იერიშები მიმდინარეობდა ღაზის ტერიტორიაზე. ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაური, ჰერცი ჰალევი ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასის წინააღმდეგ მოქმედებს და არა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 

"ისრაელი ომშია. ჰამასმა სასტიკი თავდასხმა ისრაელის მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, ქალების მკვლელობით და გატაცებით დაიწყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღაზაში ტერორისტები არა მხოლოდ ისრაელელებს კლავენ, არამედ ხოცავენ ღაზას მშვიდობიან მოქალაქეებს.

ჩვენმა თავდაცვის ძალებმა დაადასტურა და დაამტკიცა, რომ ეს ისლამური ჯიჰადის რაკეტა იყო, რომელიც ღაზაში მდებარე საავადმყოფოს მოხვდა. ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასის წინააღმდეგ მოქმედებს და არა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მტრის წინააღმდეგ მოქმედებას,"- აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაური. 

დღის ამბები