26 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
"თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგი საქართველოსთვის" - ხატია დეკანოიძე

თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე საქართველოსთვის, - ასე გამოეხმაურა "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს."

მისი შეფასებით, ეს იქნება ძალიან მძიმე მოცემულობა და შედეგი საქართველოსთვის.

"წამოიწყეს პროცესი, იმიტომ, რომ გადაფარულიყო ის თემები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და გარდა ამისა, ეს არის პიროვნული შურისძიება. შესაძლებელია მისი ეს საერთაშორისო ვიზიტები გადაიზარდოს, სისხლის სამართლებრივ სიბრტყეში. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე მოცემულობა და შედეგი საქართველოსთვის," - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები