26 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს ისედაც ჰქონდა გაცხადებული, რომ რევოლუციის მხარდამჭერია. ყველა სხვა, ვინც გააპროტესტებს კანონს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", პირდაპირ აღიარებს, რომ რევოლუცია სურს - ჩვენ გვსურს სიმშვიდე

ვინც გააპროტესტა ან გააპროტესტებს ამ კანონპროექტს, რომელიც უკავშირდება შეკრებებისა და მანიფესტაციების მოწესრიგებას, ყველა არის რევოლუციური სცენარის მხარდამჭერი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პრეზიდენტის მიერ კანონზე ვეტოს დადებაც შეაფასა.

"სალომე ზურაბიშვილს ისედაც ჰქონდა გაცხადებული, რომ არის რევოლუციის მხარდამჭერი. ყველა სხვა, ვინც გააპროტესტებს ამ კანონს პირდაპირ აღიარებს იმას, რომ მათ სურთ რევოლუცია ამ ქვეყანაში. ჩვენ გვსურს სიმშვიდე. ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას გვსურს სიმშვიდე და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და ეს კანონპროექტი ზუსტად ამ მიზანს უკავშირდება," - განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტმა "შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.

დღის ამბები