23 და 24 ოქტომბერს, თბილისში, აიგეიმინგ კონფერენცია ჩატარდება, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნიდან ათასზე მეტი დელეგატი დაესწრება.
წარსდგება 40 სპიკერი, რომელთა შორისაც იქნებიან უმსხვილესი კომპანიების ტოპ მენეჯერები და სპორტსმენები.
საზოგადოებას ექნება საშუალება მიიღოს ახალი ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ინოვაცია, აუთსორსინგი, ბიზნესის გაფართოება, სპორტი, განვითარებადი ბაზრის შესაძლებლობები.