26 ნოემბერი 2024,   04:55
ვრცლად
საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა

2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა, რაც საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, პირველი შემთხვევაა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს აეროპორტები 4 530 000-ს მგზავრს მოემსახურა, რაც 37%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2023 წლის პირველ 9 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 2 765 000-ს მგზავრს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კი მოემსახურა მილიონ 216 000-ს მგზავრს, რაც 100%-ით აღემატება 2022 წლის მონაცემებს.

საქართველოს აეროპორტებში ჯამში 19 460 რეისი შესრულდა.

დღის ამბები