გერმანიის ერთ-ერთი წამყვან, ზაარლანდის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის 40 წლის იუბილე აღინიშნა.
ღონისძიებაზე თსუ-ს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის ოქროს მედლებით დააჯილდოვეს ორი გერმანელი მეცნიერი. ოთხი ათეული წლის განმავლობაში ზაარლანდის უმაღლეს სასწავლებელში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ასობით სტუდენტი სწავლობდა, კვალიფიკაცია აიმაღლეს პროფესორები.