ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი დღეს, მთავრობის წევრებს, დეპუტატებს, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს და მედიას შეხვდა.
რობინ დანიგანის სტუმრებმა აქცენტი საქართველო-აშშ-ის სამომავლო თანამშრომლობაზე გააკეთეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც უპასუხა და განმარტა, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში, სხვა სამართლებრივი პროცედურები იწყება.