როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, "ბანკების კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები, აქტივების გაუმჯობესებული ხარისხი და საკრედიტო აქტივობის მდგრადი დონე, რაც, თავის მხრივ, მშპ-ის პოტენციური ზრდისა და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის თანაზომიერია, მიუთითებს იმაზე, რომ ფინანსური სექტორი ინარჩუნებს მდგრადობას და შეუფერხებლად განაგრძობს ეკონომიკის დაკრედიტებას.
"ამ პოზიტიურ ფონზე მიგვაჩნია, რომ დროული და ადეკვატურია ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილებები, მათ შორის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის 4 წლამდე გაზრდა; უცხოურ ვალუტაში შემოსავლის მქონე პირებისთვის შესაძლებლობის გაჩენა მიიღონ დაკრედიტება უცხოურ ვალუტაში და სხვა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ბუნებრივია, გააგრძელებს პროფესიულ კომუნიკაციას და კონსტრუქციულ დიალოგს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. დადებითი დინამიკის კვალდაკვალ საჭირო იქნება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რაც მიმართული უნდა იყოს ეკონომიკის დაკრედიტების შემდგომ გაფართოებასთან, ლიკვიდობის ზრდასთან, საპროცენტო განაკვეთების შემცირებასა თუ ბიზნესის წინაშე მდგარ სხვა ამოცანებთან.
ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება პოზიტიური სიგნალია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.