26 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა - საკითხს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც არასაკმარია

86 მომხრე, 1 წინააღმდეგი - დეპუტატების არასაკმარისი ხმების გამო, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა.

სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კითხვებს აღარ უპასუხა.

კენჭისყრის შემდეგ, მან დარბაზი დატოვა.

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე დადგენილება, პარლამენტმა გუშინ მიიღო.

მანამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში კი სწორედ ამის შემდეგ გადაინაცვლა.

იდეა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ, მმართველ გუნს ეკუთვნის. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტები უნებართვოდ განახორციელა, რითაც მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.

დღის ამბები