26 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით, დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის პროექტი აქტიურ ფაზაში გადავიდა

რა ეტაპზეა და რის გაკეთებას აპირებს დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების საკითხზე თბილისის მერია. კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე პროექტის ახალ დეტალებზე ისაუბრა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით, დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის პროექტი აქტიურ ფაზაში გადავიდა.

იბიარდმა ყველა საჭირო კვლევა ჩაატარა. კომპანია პროექტზე მუშაობას დეკემბერში დაასრულებს, რომლის საფუძველზეც, გამოცხადდება ტენდერი გაზშემკრები სისტემის მოწყობის შესახებ.

ტენდერის დასრულების შემდეგ, დაიწყება პროექტის განხორციელება. პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვასა და უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან მეთანის გაზის შეგროვებას.

დღის ამბები