26 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა - სხდომაზე შესვენება გამოცხადდა

სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და სხდომათა დარბაზი უკვე დატოვა.

იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს საქართველოს პრეზიდენტს კითხვებით მიმართეს პარლამენტის წევრებმა, მათ შორის დარბაზში მყოფმა რამდენიმე ოპოზიციონერემაც.

სალომე ზურაბიშვილმა ყველა კითხვა მოისმინა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აცნობა, რომ სალომე ზურაბიშვილს კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს.

მან უპასუხოდ დატოვა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის კითხვაც - იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს. სხდომაზე ტექნიკური შესვენების გამოცხადებამდე მდინარაძემ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაეცა პასუხი კითხვისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არცერთ კითხვას არ უპასუხა.

ამ წუთებში პარლამენტში ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული. 

დღის ამბები