ღაზაში საავადმყოფოზე იერიშს მთელს ახლო აღმოსავლეთში მასიური საპროტესტო აქციები მოჰყვა.
პალესტინის უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების დასაშლელად რამალაში ცრემლსადენი გაზი და სპეციალური ყუმბარები გამოიყენეს. შეკრებილები ისროდნენ ქვებს და პრეზიდენტ მაჰმუდ აბასისგან უფრო მეტ ქმედებას ითხოვდნენ.
დემონსტრაციები გაიმართა ლიბანში, ირანსა და თურქეთშიც . ლიბანში ამერიკის საელჩოსთან მყოფი მომიტინგეების დასაშლელად სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ასობით ადამიანი თეირანში საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებთან შეიკრიბა - დაწვეს ისრაელის დროშაც. ასობით მომიტინგის დასაშლელად წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს სამართალდამცველებმა სტამბულში.