26 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა - 37 000-ზე მეტი ევროს მითვისებისთვის ნიგერიის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. დაკავებულია ნიგერიის მოქალაქე, რომელსაც ნორვეგიული კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში ედება ბრალი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა კომპანიის წარმომადგენელს ყალბი ელექტრონული შეტყობინება და დოკუმენტები გაუგზავნეს, რის საფუძველზეც კომპანიის კუთვნილი 37 000-ზე მეტი ევრო, საქართველოში, ბრალდებულის კონტროლირებად საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.

დაკავებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. მიმდინარეობს მუშაობა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოსავლენად.

დღის ამბები