26 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
პრეზიდენტმა "შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო "შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "პრეზიდენტმა ვეტო დაადო კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს“.

"საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო "შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები