26 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
საქართველოში შიმშილის პრობლემა გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია - რა წერია კვლევაში

კვლევის მიხედვით, საქართველოში შიმშილის პრობლემა გასულ წლებთან შედარებით, უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს. საქართველო "გლობალური შიმშილის ინდექსში" დაწინაურდა და 5%-ზე ნაკლები მაჩვენებლით, პირველ ოცეულში მოხვდა.

მონაცემები, წელს, მსოფლიოს მასშტაბით, 125 ქვეყანაში შეფასდა. საქართველოსთან ერთად, პირველ ოცეულში შედიან ლიეტუვა, ლატვია, უნგრეთი და თურქეთი. 

სტატისტიკური მონაცემები 4 ფაქტორით ითვლება: მოსახლეობის არასაკმარისი კვება, ბავშვებში წონის კლება, ზრდაში ჩამორჩენა და სიკვდილიანობა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კვლევაში საქართველოს გაუმჯობესებული მაჩვენებელი, რეალურად არ ასახავს ქვეყანაში არსებულ სოციალურ ვითარებას. მმართველ გუნდში კი, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურ პროგრესზე ამახვილებენ ყურადღებას.

წარმატებული სოციალური პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა, ექსპერტების შეფასებით, მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება. არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, ანალიტიკოსები უახლოეს მომავალში პოზიტიური მაჩვენებლების ზრდასაც პროგნოზირებენ.

შიმშილის ინდექსის მაჩვენებელი საქართველოში, ყოველწლიურად უმჯობესდება. კვლევის მიხედვით ეს ფაქტორი, სიღარიბის დაძლევის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერების შედეგია. ინდექსის მონაცემები ყოველწლიურად ახლდება და ყოველი წლის ოქტომბერში ქვეყნდება.

დღის ამბები