26 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

აქვე შეგახსენებთ, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და განცხადებით პრეზიდენტს მიმართა. 

 

დღის ამბები