ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 5 წლის იუბილე , მსოფლიო ვარსკვლავის, ბრიტანელი გრაფიტის არტისტის ბენქსის გამოფენით აღნიშნავს.
ექსპოზიცია, რომელიც არტისტის 11 წლიან შემოქმედებით გზას ჰყვება, ხვალ გაიხსნება და 4 თვის განმავლობაში დარჩება თბილისში.
ბენქსის გამოფენის კურატორი და პირადი ფოტოგრაფი, სტივ ლაზარიდისი, ასევე კოლექციონერი დიდი ბრიტანეთიდან ლორდ ედვარდ ჩერჩილი საქართველოშია.