დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პირველი ეტაპის სამუშოები უკვე დასრულებულია. პროექტის დეტალებს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო. სრულად არის მოწყობილი ორი საცურაო აუზი.
ცენტრში განთავსდება ასევე სპორტული დარბაზები, ფეხბურთისა და კალათბურთის, ტანვარჯიშის, ძიუდოსა და ჭიდაობის სექციები. მულტიფუნქციურ ცენტრს მიწისქვეშა პარკინგიც ექნება. პროექტი მაისში დასრულდება.