26 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
პრეზიდენტსაც ექნება შესაძლებლობა იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს, როგორც თანამომხსენებელმა - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ხვალ განიხილავს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სხდომას თავად პრეზიდენტიც დაესწრება.

"ხვალ, 12:00 საათზ,ე დავიწყებთ პროცედურას. როგორც ჩანს, ქალბატონ პრეზიდენტს სურს მონაწილეობის მიღება. ველით საბოლო პასუხს. საქართველოს პრეზიდენტსაც ექნება შესაძლებლობა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს, როგორც თანამომხსენებელმა," - აღნიშნა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ განხილვებს არ დაესწრება, თუმცა მათ დღეს, სხდომის დაწყებამდე დასვეს კითხვები პროცედურასთან დაკავშირებით. მათ კითხვები აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ პროცესი კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს დააზარალებს.

"ეს არ არის პროცედურული საკითხი, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, რომელიც, სამწუხაროდ, პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ მომავლის საბოტაჟირებას," - აღნიშნა ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

 

დღის ამბები