26 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
ლევან დავითაშვილმა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის რიგით მერვე სხდომაში მიიღო მონაწილეობა. კომისიის თანათავმჯდომარის რანგში, მან სხდომის ოქმს მოაწერა ხელი, რომელშიც ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ შეხვედრა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და პარტნიორობას სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.

საქართველოსა და ჩინეთის დელეგაციებმა განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი ჩინეთის კომერციის მინისტრს შეხვდა.

დღის ამბები