26 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ბრიუსელის ცენტრში მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ, ერთ-ერთ კაფეში, კაცს ცეცხლი გაუხსნა - BBC

ბელგიის დედაქალაქის ცენტრში მომხდარი ორმაგი მკვლელობიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ, ერთ-ერთ კაფეში, კაცს ცეცხლი გაუხსნა, - ამის შესახებ BBC წერს.

ბელგიის პროკურატურაში ინციდენტს ადასტურებენ, თუმცა, როგორც BBC წერს, ჯერ დაზუსტებით ვერ ამბობენ, იყო თუ არა მამაკაცი ის, ვინც გუშინ ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ბელგიის დედაქალაქის ცენტრში მომხდარი სროლის შემდეგ, ადგილობრივმა მთავრობამ ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალურ - მეოთხე დონემდე გაზარდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერორიზმის საფრთხემ მეოთხე დონემდე აიწია.

ბელგიის პროკურატურა და საგარეო უწყება ბრიუსელის ცენტრში მომხდარ მკვლელობას ტერორისტულ თავდასხმად აფასებენ.

დღის ამბები