26 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
არ მგონია, პარლამენტში იყოს 100 ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ, შარლ მიშელთან შეხვედრის გამო, პრეზიდენტი უნდა დავსაჯოთ - პაატა მანჯგალაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ინაცვლებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმას ვერ შეაგროვებს.

"რაც შეეხება იმპიჩმენტს - გაცხადებულია და ღიად უჭერს მხარს ფრიდონ ინჯია, "ქართული ოცნება" და ე.წ. "ხალხის ძალა", რომელიც არის იგივე "ქართული ოცნება". აი, ეს ხალხი უჭერს მხარს იმპიჩმენტს.

მიუხედავად იმისა, რომ ვთქვი და ვიცოდი, საკონსტიტუციოზე რა იქნებოდა, არ მგონია, რომ 100 ადამიანი იყოს პარლამენტში, რომელიც იტყვის, რომ იმის გამო, რომ შარლ მიშელს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი, ამით დაარღვია კონსტიტუცია და ის უნდა დავსაჯოთ,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები