მიმდინარე კვირაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საგანგებო ვიზიტით, ისრაელში გაემგზავრება, - წერს CNN-ი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე დაყრდნობით.
თეთრ სახლში განმარტავენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მიწვევა მიიღო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან, რომელსაც ბაიდენი ოთხი ათწლეულია იცნობს. ვიზიტი ოთხშაბათს იგეგმება. მის უმთავრეს მიზნად ისრაელის მიმართ აშშ-ის სოლიდარობის დადასტურება და ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარების ხელშეწყობა სახელდება.