26 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
ბელგიის დედაქალაქში ტერორისტული საფრთხის მაჩვენებელი მაქსიმუმამდე გაზარდეს

ბელგიის დედაქალაქის ცენტრში მომხდარი სროლის შემდეგ, ადგილობრივმა მთავრობამ ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალურ - მეოთხე დონემდე გაზარდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერორიზმის საფრთხემ მეოთხე დონემდე აიწია. ცნობისთვის, 2016 წელს მომხდარ ტერაქტს 31 ადამიანი ემსხვერპლა.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში მომხდარ მკვლელობას „ტერორისტულ თავდასხმას“ უწოდებს.

მომხდარს ტერორისტულ აქტს უკავშირებს ბელგიის ფედერალური პროკურატურაც. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია და მიმალვაში მყოფ თავდამსხმელს ეძებენ.

ბელგიის დედაქალაქის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით, სულ მცირე, ორი ადამიანი მოკლეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც არაბულად საუბრობს და ამბობს, რომ თავდასხმა „ალაჰის სახელით“ განახორციელა. მისივე თქმით, სამი ადამიანი მოკლა, თუმცა პოლიცია მხოლოდ ორი ადამიანის მკვლელობას ადასტურებს.

დღის ამბები