26 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
ბრიუსელის ცენტრში თავდასხმის დროს მამაკაცი ყვიროდა, რომ "ეს ალაჰის სახელით განახორციელა"

ბელგიის დედაქალაქის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით, სულ მცირე, ორი ადამიანი მოკლეს.

BBC წერს, რომ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე არაა დაკავებული. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც არაბულად საუბრობს და ამბობს, რომ თავდასხმა „ალაჰის სახელით“ განახორციელა. მისივე თქმით, სამი ადამიანი მოკლა.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა ადგილობრივი პროკურატურა თავდასხმის მოტივზე არ საუბრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მსხვერპლს შვედეთის საფეხბურთო ნაკრების მაისური ეცვა. დღეს ბრიუსელში ერთმანეთს ბელგიისა და შვედეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ჯერჯერობით უცნობია, მკვლელობა საფეხბურთო ნაკრებების ქომაგთა დაპირისპირების შედეგია თუ მომხდარს რელიგიური მოტივი აქვს.

დღის ამბები